"სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია, რაც ამ ქვეყნებში ხდება, მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას.

„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია. რაც ხდება ამ ქვეყნებში, ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა, ვთქვა, რომ ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.