გასარეცხი „მანქანა“ დასვრილი თითებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანია Lay’s-მა პორტატული გასარეცხი „მანქანა“ შექმნა, რომელიც ჩიფსებით დასვრილი თითებიდან ცხიმსა და ჩიფსის ნარჩენებს სპირტით მოგაშორებთ. ახალი მოწყობილობის სიმაღლე 15 სანტიმეტრია, სიგანე კი - 11 სანტიმეტრი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, პირველ ეტაპზე, მხოლოდ 5 გასარეცხ „მანქანას“ გამოუშვებენ. ძნელად სავარაუდოა, დასჭირდებათ თუ არა დამატებით გაჯეტების გამოშვება, რადგან დიდი ალბათობით, მის მოხმარებას ძალიან ცოტა ადამიანი თუ გადაწყვეტს.