გაზიანი სასმელი აშტერებს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიელი მკვლევარები ორი თვის განმავლობაში აძლევდნენ მღრღნელებს გაზიან სასმელს და გაარკვიეს, რომ მისი რეგულარულად მიღება პირდაპირ უკავშირდება ტვინის ჯანმრთელობის გაუარესებასა და ქცევით პრობლემებს. ექსპერიმენტისთვის, სწავლულებმა ვირთხები სამ ასაკობრივ ჯგუფად დაჰყვეს, თითოეული კი - ორ გუნდად. ერთში ცხოველები ყოველდღიურად წყალს სვამდნენ, მეორეში - გაზიან სასმელს. 57 დღის შემდეგ, ისინი ლაბირინთში მოათავსეს. პირველი გუნდის წარმომადგენლებმა ის უპრობლემოდ გაიარეს, მეორეს წევრებს საკმაოდ გაუჭირდათ, რადგან მათ მეხსიერება დაუქვეითდათ. ამის შემდეგ, მღრღნელები დააძინეს და გაკვეთეს. უმრავლესობას, რომლებიც გაზიან სასმელს სვამდნენ, ტვინში სხვადასხვა სახის დაზიანება აღმოაჩნდათ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. დაზარალდა ის უბნები, რომელიც ყურადღებაზე, მეხსიერებასა და სწავლაზეა პასუხისმგებელი.