დუბაიში „ოქროს ნაყინს“ ყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში მდებარე კაფეში - Scoopi Café მსურველებს შეუძლიათ, დააგემოვნონ ყველაზე ძვირიანი ნაყინი ოქროთი, რომელსაც „შავი ბრილიანტი“ უწოდეს. მისი ღირებულება 3 ათასი დირჰამია (817 დოლარი). კაფეს შეფ-მზარეული ნაყინს ამზადებს მადაგასკარის ვანილით, ირანული ზაფრანითა და იტალიური შავი ტრიუფელით, ხოლო ზემოდან, ოქროს 23-კარატიან, საკვებად ვარგის ბურბუშელას აყრის. კლიენტთან ცივი დესერტი „ვერსაჩეს“ ფაიფურის დახვეწილი ფიალითა და ვერცხლის კოვზით მიაქვთ. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს მათი თან წაღება შეუძლია.