ვისთვისაა სასარგებლო პიტნის ჩაი?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილია, რომ პიტნით მომზადებულ ჩაის შეუძლია ტვინის მოქმედება გაააქტიუროს. ამ მცენარის სურნელოვანი სასმელი თითქმის არავისთვისაა აკრძალული, თუმცა პატარებს ზედმეტად კონცენტრირებული ნაყენი არ უნდა მივცეთ, მასში მენთოლის მაღალი შემცველობის გამო. ოფიციალურ და ხალხურ მედიცინაშიც პიტნას ფართოდ გამოიყენებენ. მისი ნაყენი შეგვიძლია მივიღოთ: მხედველობის პრობლემების გაჩენისას; ასევე, როგორც დამამშვიდებელი საშუალება; ტემპერატურის დასაკლებად; კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას; როგორც აფროდიზიაკი. პიტნის სასარგებლო თვისებებზე ადრეც ბევრი დაწერილა. მის ეთერზეთში დიდი რადენობით მენთოლია, რომელიც ანტისეპტიკურ, გამაყუჩებელ, ოფლმდენ საშუალებას წარმოადგენს. პიტნის სასმელი საშუალებას იძლევა, მოვიხსნათ დაძაბულობა, მომატებული მეტეომგრძნობელობა, ავამაღლოთ ორგანიზმის წინააღმდეგობის ხარისხი. ცნობილია, რომ ძველ რომში, პიტნის წყალს აპკურებდნენ ხოლმე შენობებს, საკმაოდ ხშირად, იმავე პერიოდში, სადილის წინ, მაგიდებს ახალი პიტნით წმენდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მისი არომატი სასიხარულო განწყობას ქმნიდა. შუა საუკუნეებში, სტუდენტები ხშირად ატარებდნენ პიტნისგან დაწნულ გვირგვინებს, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ ამ მცენარის სურნელი ტვინის მუშაობას ააქტიურებდა.