ევროპის ჩემპიონატს საქართველო დღეს ბელგიით იწყებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. იმის მიუხედავად, რომ ტრავმის გამო, ჩვენს გუნდს კაპიტანი, თორნიკე შენგელია გამოაკლდა, ბელგიასთან შეხვედრა აუცილებლად მოსაგებია, რადგან შემდეგ ესპანეთთან, თურქეთთან და მონტენეგროსთან რთული მატჩები გველის. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ოთხი საუკეთესო გავა და არამარტო მოგებას, არამედ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს გარდა, ევროპის ჩემპიონატს კიდევ სამი ქვეყანა - ჩეხეთი, იტალია და გერმანია მასპინძლობს. ამ ქვეყნებშიც თითო ჯგუფის მატჩები ტარდება და საბოლოოდ, კონტინენტის პირველობაზე ბრძოლას ოთხი ჯგუფიდან 16 საუკეთესო გააგრძელებს.

A ჯგუფის შეხვედრების კალენდარი:

1-ლი სექტემბერი, ხუთშაბათი

15:30 ესპანეთი-ბულგარეთი

18:15 თურქეთი-მონტენეგრო

21:00 ბელგია-საქართველო

3 სექტემბერი, შაბათი

15:30 მონტენეგრო-ბელგია

18:15 ბულგარეთი-თურქეთი

21:00 საქართველო-ესპანეთი

4 სექტემბერი, კვირა

15:30 ბულგარეთი-მონტენეგრო

18:15 ესპანეთი-ბელგია

21:00 თურქეთი-საქართველო

6 სექტემბერი, სამშაბათი

15:30 ბელგია-თურქეთი

18:15 მონტენეგრო-ესპანეთი

21:00 საქართველო-ბულგარეთი

7 სექტემბერი, ოთხშაბათი

15:30 თურქეთი-ესპანეთი

18:15 ბულგარეთი-ბელგია

21:00 საქართველო-მონტენეგრო