ეკო-სიგარეტი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთაფრიკულმა კომპანია Smokey Treats-მა, მსოფლიოში პირველი, ბიოდეგრადირებადი ეკო-სიგარეტის შექმნის შესახებ განაცხადა. ის ისევე მავნეა ჯანმრთელობისთვის, როგორც ჩვეულებრივი, მაგრამ სრულიად უსაფრთხოა პლანეტისთვის. სიგარეტის ნამწვი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარჩენია დედამიწაზე. მისი ფილტრი შეიცავს პლასტიკს და სხვა მასალას, რომელიც აფერხებს მათ ხრწნას და აბინძურებს გარემოს. ეკო-სიგარეტის ფილტრები კი ხის მასალისგანაა დამზადებული. კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, ასეთი ეკო-სიგარეტის გადაგდებული ნამწვისგან კვალიც აღარ რჩება. ახალ სიგარეტებში არც თამბაქო შეიცავს არანაირ დანამატს, კოლოფზე წარწერაც კი ეკოლოგიურია - მელანი სოიოსგანაა დამზადებული.