ყველაზე ძვირადღირებულ ბინას ვერ ყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საუდელი მილიარდელის, ფავეზ ალ-ჰოკაირის პენტჰაუსი ყველაზე ძვირადღირებულ უძრავ ქონებად დასახელდა. ადრე, 169 მილიონ დოლარად იყო გატანილი გასაყიდად, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა. საცხოვრებელი ფართი ნიუ-იორკში, პარკ-ავენიუზე მდებარე ცათამბჯენის 96-ე სართულზე მდებარეობს. პენტჰაუსში შედის მისაღები, ბიბლიოთეკა, ექვსი საძინებელი და შვიდი აბაზანა. მთლიანი ფართი 767 კვადრატული მეტრია და მისი ძირითადი ხიბლი ბარია, საიდანაც პანორამული ფანჯრების საშუალებით, ცენტრალურ პარკზე ულამაზესი ხედი იშლება. შენობაშია ლაუნჯ-ზონა, რესტორანი, ღია ტერასა ღონისძიებებისთვის, 23-მეტრიანი ღია აუზი, სავარჯიშო დარბაზი სპა-ცენტრით და იოგას სტუდია. არაბმა მილიარდერმა ეს უძრავი ქონება 2015 წელს, 87.7 მილიონ დოლარად იყიდა. პენტჰაუსი ახლაც იყიდება, თუმცა ბროკერის თქმით, თანხა მოთხოვნის შემდეგ სახელდება. ჯერჯერობით, ყველაზე ძვირადღირებულ ბინას მყიდველი ვერ გამოუჩნდა.