მოდის კოლექცია მწვანილითა და ხავსით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცოტა ხნის წინ, პარიზში გამართულ მოდის კვირეულზე, გაზაფხული-ზაფხულის 2023 წლის მამაკაცის ახალი, უჩვეულო კოლექცია წარადგინა ესპანური მოდის სახლმა - Loewe-მ. პოდიუმზე ნაჩვენები ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები დაფარული იყო მიკრომწვანილითა და ხავსით. ის ბრენდის კრეატიული დირექტორის, ჯონათან ანდერსენის თხოვნით, დიზაინერმა პაულა ულარგიმ მოიყვანა. პაულა ძირითადად ასეთ დიზაინზე - ცოცხალი ბუნების ელემენტებით გაწყობილი ტანსაცმლის შექმნაზეა სპეციალიზებული. კერძოდ, მას მიკრომწვანილი და ხავსი უშუალოდ ქსოვილზე მოჰყავს.