სელფის კურსები ვიეტნამელებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვიეტნამელი სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც სოციალური ქსელებით სარგებლობენ, იდეალური სელფისთვის სპეციალურ კურსებს გადიან - სწავლობენ, როგორ გაიღიმონ, სად წაიღონ ხელები, საით გაიხედონ და სხვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 70% - 35 წელზე ახალგაზრდაა და სელფის კურსებიც, ძირითადად, ახალგაზრდა ვიეტნამელებს იზიდავს. კურსების წამყვანია პემ კიუ ლი, რომელსაც სოციალურ ქსელში ათასობით გამომწერი ჰყავს.

სელფის კურსების მსმენელთა უმრავლეობა ლის სთხოვდა ესწავლებინა, როგორ გადაეღოთ ლამაზი სელფი. ლის კურსებზე სწავლა 130 დოლარი ღირს და მხოლოდ დღენახევარი გრძელდება. სტუდენტები თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენლები არიან - ბროკერებიდან დაწყებული, ინტერნეტ-მაღაზიების თანამშრომლებით დამთავრებული. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ საუკეთესო სელფით უკეთესად გაყიდიან საკუთარ პროდუქციას Facebook-ზე, რომელსაც ქვეყანაში 35 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.