ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს რობოტები ემსახურებიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთის ქალაქ ნოიდაში, რესტორანი Yellow House Robot გაიხსნა, სადაც მომხმარებლებს უნიკალური კაშკაშა ყვითელი ფერის რობოტები ხვდებიან. დაწესებულების მფლობელის თქმით, ქვეყანაში ეს უკვე მეოთხე ფილიალია და ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ქსელი არა მხოლოდ ფართოვდება, არამედ, კლიენტთა დიდ არმიასაც იძენს. რესტორანში სოციალური დისტანცირებაც მკაცრადაა დაცული, ხოლო რობოტები ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მუშაობენ. ორი-სამსაათიანი დამუხტვის შემდეგ, მათ შეუძლიათ, უწყვეტად 12 საათი იმუშაონ. დისტანციური გადამცემის წყალობით, რომელშიც მაგიდის ნომერი შეჰყავთ, „ჭკვიან მანქანებს“ უშეცდომოდ მიაქვთ კლიენტებამდე შეკვეთილი კერძები.