არ ვარ მე ის კაცი!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ბარსელონაში“ დიდი არეულობაა. ცნობილმა მომღერალმა შაკირამ თავისი მეუღლე, ხერარდ პიკე ღალატში გამოიჭირა და ცალკე საცხოვრებლადაც გაუშვა. არადა, წყვილი ერთ-ერთ სანიმუშო და მყარ ოჯახად ითვლებოდა, თუმცა... ყველაზე ცუდი ის არის, რომ პირველადი ვერსიით, შაკირას პიკემ, თანაგუნდელის, 18 წლის გავის დედასთან უღალატა. ინფორმაციამ გავი გადარია და ვარჯიშზე მან პიკეზე გაიწია კიდეც, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ დედამისი არაფერ შუაშია და ქალი, რომელიც პიკემ შაკირაში გაცვალა, თანაგუნდელის დედას უბრალოდ ჰგავს. რა თქმა უნდა, ეს კოლუმბიელი მომღერლისთვის დიდი შეღავათი ნამდვილად არ არის და მისი ადვოკატები განქორწინების პროცესს იწყებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაყოფი, დაახლოებით, 250 მილიონი დოლარის ქონება იქნება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე