ლუდი ტვინისთვის მავნეა?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღესდღეობით, საკამათო მოსაზრებები არსებობს ლუდის სასარგებლო თუ მავნე თვისებების თაობაზე. ამ ქარვისფერი სასმელის მომხრეები მის დადებით მხარეებს აღნიშნავენ, მოწინააღმდეგეებმა კი იმის მტკიცებულება იპოვეს, რომ ლუდი საკმაოდ მავნე სასმელი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, კვირაში ლიტრანახევარი ეს ქაფიანი სიამოვნება საკმარისია, რომ ადამიანის ტვინის აქტივობა 20%-ით დაქვეითდეს. ესპანელი სწავლულები სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტიდან, სამწლიანი კვლევების შედეგად აცხადებენ, რომ ლუდის სწორედ ასეთი რაოდენობა აჩლუნგებს ტვინს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ლუდის რეგულარული მომხმარებლები იძულებულნი არიან, მარტივი ამოცანების ამოსახსნელად, ტვინის ჩვეულებრივზე 20%-ით მეტი სიმძლავრე გამოიყენონ. ექსპერიმენტებში მონაწილე მოხალისეების ნაწილი კვირაში ერთხელ მაინც სვამდა 1.5 ლიტრ ამ გამაგრილებელ სასმელს, ნაწილი კი საერთოდ არ სვამდა. მოგვიანებით, როცა მონაწილეები ფხიზლდებოდნენ, მათ ტესტებს უტარებდნენ სხვადახვა ციმციმა სიმბოლოებზე. აღმოჩნდა, რომ ლუდის მსმელთა ჯგუფი, შედეგების მისაღებად, გაცილებით მეტ ძალისხმევას ხარჯავდა, ვიდრე არამსმელები.