თვითმწმენდი ხალიჩა იაპონელებისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონურმა კომპანიამ Paionia Furyokuki, რომელიც სხვადასხვა ეკოლოგიური მოწყობილობების წარმოებითაა ცნობილი, ცოტა ხნის წინ, უნიკალური ხალიჩა-მტვერსასრუტი შექმნა. მასზე გავლის დროს, ხალიჩა ფეხსაცმლის ძირიდან ისრუტავს მტვერს და საკუთარ ზედაპირსაც ავტომატურად ისუფთავებს. საფენი, რომლის სისქეც 30 სანტიმეტრია, პატარა მემბრანებითაა დაფარული. ისინი წონის ზემოქმედებაზე რაგირებენ და მტვრისა და ჭუჭყისგან ასუფთავებენ ზედაპირს. ადამიანის მიახლოებას ხალიჩა სპეციალური სენსორების საშუალებით აფიქსირებს. მტვერი ხალიჩაში ჩამონტაჟებულ, ერთგვარ კონტეინერებში გროვდება, რომლებიც გავსების შემდეგ უნდა დაცარიელდეს. მწარმოებლების გათვლებით, ამ ინოვაციური ხალიჩით, სავაჭრო და საოფისე ცენრების მფლობელები დაინტერესდებიან. საფენი დამატებით არანაირ მოწყობილობას არ საჭიროებს.  კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა ფორმის ხალიჩა-მტვერსასრუტს სთავაზობს, თუმცა ნებისმიერი მათგანი 500 ათასი იენი (6 250 დოლარი) ეღირება.