პომიდვრის წვენი წნევას არეგულირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტომატის წვენის წყალობით, შესაძლებელია, არტერიული წნევის დაქვეითება და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი სწავლულები. მათ კვლევებში 500-ზე მეტი ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა. ერთი წლის განმავლობაში ისინი ტომატის წვენს იღებდნენ მარილის გარეშე. აღმოჩნდა, რომ მათგან 100-მდე მოხალისეს, რომელტაც ჰიპერტონია ჰქონდათ, მნიშვნელოვნად დაურეგულირდათ წნევა. გარდა ამისა, სპეციალისტებმა ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტიდან, დაადგინეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეებს სისხლში ქოლესტერინის გადამტანი ლიპოპროტეინების დონეც შეუმცირდათ.