ბიტკოინით გამდიდრებული ქონებას არიგებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უცნობმა მილიონერმა, რომელმაც ბიტკოინებით დიდი ქონება იშოვა, გადაწყვიტა, ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ქველმოქმედებაზე დახარჯოს. თანხის შესაწირად მან ფონდი Pineapple Fund დააარსა, რომლის მიზანიც იმ 86 მილიონი დოლარის დარიგებაა, რაც კრიპტოვალუტის კურსის მნიშვნელოვანი ზრდით იშოვა. ანონიმი მილიონერის თქმით, ბიტკოინებით მოსალოდნელზე გაცილებით დიდი შემოსავალი მიიღო და ახლა უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე დახარჯვა შეუძლია. ერთ-ერთი საიტის ცნობით, საკუთარი ფონდის მეშვეობით, მილიონერი უკვე დაეხმარა რვა სხვადასხვა ორგანიზაციას და უკვე შვიდი მილიონი დოლარი გაიღო.