„ლუქსის“ კლასის ციხე ააშენეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კამერები დიზაინერული რემონტით, მაღაზიები, სპორტული დარბაზები, ბინები მნახველებისთვის - ეს ახალი ციხეა დანიაში. ის კუნძულ ფალსტერზეა განთავსებული და მისი აშენება 160 მილიონი დოლარი დაჯდა. პატიმრებისთვის განკუთვნილ ბლოკებში არის რბილი საწოლი, პერსონალური მაცივარი და ტელევიზორი. ასეთმა ფუფუნებამ აღაშფოთა დანიის მცხოვრებნი და საზოგადოებისგან კრიტიკის ქარიშხალი გამოიწვია. კანონმორჩილ მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ ციხე კურორტი არ არის, შესაბამისად, მას, ვინც იქ მოხვდება, სულ უნდა ახსოვდეს - საპატიმრო დაწესებულებაში დასასვენებლად კი არა, სასჯელის მოსახდელად მოხვდა.