გემი, რომელიც არ ირწევა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები უარს ამბობენ საკრუიზო ლაინერით მოგზაურობაზე, ზღვის დაავადებაა. თუმცა, X-Bow-ის გემების ახალი კონსტრუქციის წყალობით, ეს პრობლემა წარსულში დარჩება. სიახლის ავტორი ნორვეგიული გემთმშენებელი კომპანია Ulstein-ია. მათი გემები ისეა დაპროექტებული, რომ ადამიანებს ზღვაში ყოფნა გაუადვილონ და დიარეის შეგრძნება აარიდონ. ტრადიციული ლაინერებისგან განსხვავებით, რომლებიც ტალღებზე ზემოთ-ქვემოთ მოძრაობენ, X-Bow-ის გემები, ბრტყელი ცხვირების წყალობით, „ხვრეტენ“ შემხვედრ ტალღებს და მათ ენერგიას ხომალდის გვერდებზე ფანტავენ. ეს მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, მინიმუმამდე შემცირდეს ვიბრაციისა და დარყტმების რაოდენობა. ახალი კონსტრუქციის კიდევ ერთი უპირატესობა უამინდობისას საწვავის უფრო ნაკლები ხარჯია.