ქმარი ერთი საათით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანაში, ერთმა გამჭრიახმა იაპონელმა, ტაკანობუ ნისიმოტომ უჩვეულო ბიზნესი ააწყო. რამდენიმე წლის წინ, 50 წლის სტილისტმა ონლაინ-სერვისი - „ოსანების გაქირავება“ აამოქმედა და საკუთარი სახლიდან დაიწყო მუშაობა. იაპონიაში, „ოსანებს“ ანუ „ბიძებს“ საშუალო ასაკის ნებისმიერ მამაკაცს ეძახიან. სულ რაღაც 9 დოლარად საათში, მსურველს შეუძლია, „ბიძა“ შეუკვეთოს, რათა მის მკერდზე თავმიყრდნობილმა იტიროს და გული მოიოხოს, სახლი დაალაგებინოს, ან მისგან რჩევა მიიღოს.

ნისიმოტოს თქმით, მისი სამსახურით, ძირითადად, 20-დან 50 წლამდე მანდილოსნები სარგებლობენ. უჩვეული ბიზნესის მფლობელი კლიენტებს უსაფრთხოების სრულ გარანტიას აძლევს - ის თავად ამოწმებს ყველა პოტენციურ თანამშრომელს. განსაკუთრებით არ სწყალობს „ყბედებს“, რადგან მათ კლიენტები ვერ იტანენ. „ოსანებს“ აკრძალული აქვთ კლიენტებთან მიკარება და მათთან რამე სახის ფიზიკური ურთიერთობის დამყარება. წესების დამრღვევებს მაშინვე შლიან საიტის მონაცემთა ბაზიდან. ამჟამად, ნისიმოტოს 80 „ბიძა“ ჰყავს და ტოკიოში, მისი სერვისი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.