სწავლულებმა ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს. ასეთი აღმოჩნდა ფართოდ გამოყენებული საანესთეზიო პრეპარატი - „კეტამინი“. მის დაბალ დოზებს, თერაპიასთან ერთად, ალკოჰოლიზმის განკურნების უნარი აღმოაჩნდა. კვლევებისას, სასმელზე დამოკიდებული ადამიანების ჯგუფი ორ ნაწილად გაყვეს: ერთს „კეტამინს“ აძლევდნენ, მეორეს - პლაცებოს. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ პაციენტებს, რომლებიც „კეტამინს“ იღებდნენ, სასმელისგან თავის შეკავება უფრო დიდხანს შეეძლოთ, ვიდრე მათ, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. ექვსი თვის შემდეგ კი, რეციდივის რისკი 2.7-ჯერ ნაკლები იყო.
ალკოჰოლიზმის მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნეს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი