ზამთრის დღესასწაულები შობადობას ზრდის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სიყვარულის, რომანტიკისა და არაჩვეულებრივი ვნებების პერიოდად, ტრადიციულად, გაზაფხული ითვლება. შესაძლოა, ეს ასეცაა, მაგრამ რაც შეეხება სექსუალურ ურთიერთობებს, აქ ლიდერი ზამთარია, თუმცა არა მთლიანად, არამედ, მხოლოდ დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი. მოსახლეობის სექსუალური აქტივობა სწორედ ამ პერიოდშია განსაკუთრებით მაღალი. ასეთი დასკვნები ადამიანის ბიორიტმების შემსწავლელმა ამერიკელმა სპეციალისტებმა გააკეთეს. ამ მოსაზრებას ისინი სპეციფიკური პროდუქციის გაყიდვების ზრდას უკავშირებენ. ახალი წლის პიკს, ბუნებრივია, სექტემბერში მაღალი შობადობაც უკავშირდება.

ამერიკელ კოლეგებს გერმანელი და ბრიტანელი მეცნიერებიც ეთანხმებიან - მათთვისაც სავსებით ცხადია, რომ სწორედ ზამთარი უნდა მივიჩნიოთ სიყვარულის პერიოდად. რასაკვირველია, აქ უკანასკნელ როლს არ ასრულებს დღესასწაულები. სასიამოვნო კამპანია და ურთიერთობის სიხარული ხელს უწყობს უფრო მჭიდრო კავშირების წარმოშობას. გარდა ამისა, ზედიზედ რამდენიმე დასვნების დღე მასტიმულირებელიც კი გახლავთ ადამიანებისთვის, რომლებიც წლის უმეტეს დროს, სერიოზული პროფესიული თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ არიან.