კოვიდსაწინააღმდეგო „ფარდა“ შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელმა სწავლულებმა ულტრაიისფერი „ფარდა“ შექმნეს, რომელსაც საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გამოიყენებენ. სპეციალისტების განცხადებით, ეს ულტრაიისფერი „ფარდა“ სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს კორონავირუსის გადადებისგან დაიცავს. როგორც მოწყობილობის აღწერაშია ნათქვამი, სისტემას შეუძლია, ჰაერში მნიშვნელოვნად შეამციროს, როგორც ვირუსების, ასევე, ბაქტერიების კონცენტრაცია. განათება LED-ით წარმოიქმნება. ულტრაიისფერი სხივი ვერტიკალურად მიმავალ რეფლექტორს ურტყამს, რათა გაზარდოს გამოსხივების სიმკვრივე. იმის გამო, რომ შესაძლოა, გამოსხივება საშიში იყოს, „ფარდა“ ჩაშენებულ დამცავ მოწყობილობას შეიცავს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მავნებელი გამოსხივება.