„ომიკრონი“ „დელტას“ მიმართ იმუნიტეტს აძლიერებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთაფრიკელი სწავლულების მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ დაინფიცირებულ ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომლებსაც „დელტას“ ვარიანტის ნეიტრალიზება შეუძლიათ. აფრიკელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ „ომიკრონის“ განეიტრალების უნარი 14-ჯერ გაიზარდა, „დელტა“-ვარიანტის კი - 4.4-ჯერ. მკვლევართა აზრით, „ომიკრონის“ გადატანისას, „დელტა“-შტამით დაინფიცირების რისკი საგრძნობლად მცირდება. კვლევებში, დაახლოებით, 30 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ, როგორც აცრილები, ასევე არავაქცინირებულებიც. თითოეული მათგანი „ომიკრონით“ იყო დაინფიცირებული.