შინაური ცხოველები ინფარქტის წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ასეთ დასკვნებს შვედი მეცნიერები აკეთებენ. მათ 40-85 წლის ასაკის 3.8 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. 2002-2012 წლებში, თითოეულმა მათგანმა ინფარქტი ან ინსულტი გადაიტანა. ზოგიერთს ერთი ან მეტი ძაღლი ჰყავდა. აღმოჩნდა, რომ ძაღლის პატრონებში რაიმე მიზეზით ნაადრევი სიკვდილის რისკი - 24%-ით, გულის შეტევით სიკვდილის - 65%-ით, გულსისხლძაღღვთა სხვა პრობლემებით სიკვდილის კი - 31%-ით შემცირდა მათთან შედარებით, რომლებსაც შინაური ცხოველები არ ჰყავდათ. სწავლულების აზრით, თუ ძაღლის პატრონი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მარტო ცხოვრობდა, მეორე ინფარქტის რისკი 33%-ით ნაკლები ჰქონდა, ვიდრე იმავე სიტუაციაში მყოფ ადამიანს, რომელსაც ძაღლი საერთოდ არ ჰყოლია.