ცესკომ თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერთა არჩევნების განახლებული წინასწარი მონაცემები წარდგინა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ხმების თითქმის 100% დათვლილია. განახლებული წინასწარი შედეგებით, ყველგან „ქართული ოცნების" კანდიდატი იმარჯვებს, წალენჯიხის გარდა. მონაცემები ასე გამოიყურება:

თბილისი - კახა კალაძე - 55,60%, ნიკა მელია - 44,39% (თბილისში მხოლოდ ერთი უბანი დარჩა დასათვლელი);

რუსთავი: ნინო ლაცაბიძე იმარჯვებს - 53,71%-ით, დავით კირკიტაძეს აქვს - 46,28%;

ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი 51,64%, ხატია დეკანოიძე - 48,35%;

ფოთი - ბექა ვაჭარაძე - 57,35% გიორგი უგულავა - 42,65%;

ბათუმი - არჩილ ჩიქოვანი - 51,1% გიორგი კირთაძე - 48,98%;

თელავი - ლევან ანდრიაშვილი - 56,89% გიორგი ბოტკოველი - 43,1%;

თიანეთი - ლევან წიკლაური - 54,82% თამაზ მეჭიაური - 45,17%;

ქარელი - ზაზა გულიაშვილი - 56.73% ნიკოლოზ ახალკაცი - 43,26%;

ხაშური - თენგიზ ჩიტიაშვილი - 59,08% იოსებ ბუაძე - 40,91%;

ცაგერი - გიორგი ნემსაძე - 62,87% ბესარიონ ბენდელიანი - 37,12%;

ბაღდათი - კახა ენუქიძე - 60,69% გიორგი რობაქიძე - 39,3%;

წყალტუბო - გენადი ბალანჩივაძე - 57,16% ზაზა მეტრეველი - 42,83%;

ოზურგეთი - ავთანდილ თალაკვაძე - 55,4% კონსტანტინე შარაშენიძე - 44.59%;

სენაკი - ვახტანგ გადელია 53.7% კობა ნაყოფია - 46,92%;

მარტვილი - თორნიკე ჯანაშია - 51,84% თეიმურაზ ჯანაშია - 48,15%;

ხობი - დავით ბუკია - 56,78% ბესიკი შენგელია - 43,22%;

ზუგდიდი - მამუკა წოწერია 51,63% ანზრო მელია - 48,36%

წალენჯიხა - გიორგი ხარჩილავა - 51,1%, გოგა გულორდავა - 48,89% (ხარჩლავა 314 ხმით უგებს კონკურენტს).

ჩხოროწყუ - დათო გოგუა 50,88%, ბადრი ქარჩავა - 49,11%;

ხელვაჩაური - ზაზა დიასამიძე 55%, მიშა ბოლქვაძე - 44.99%.