ინტერნეტის მოყვარულები ხშირად ავადდებიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანები, რომლებიც მეტად არიან დამოკიდებულნი ინტერნეტზე, სუსტი იმუნიტეტით გამოირჩევიან, ამტკიცებენ სწავლულები იტალიიდან. ისინი გვარწმუნებენ, რომ ასეთი ადამიანები ადვილად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით, კერძოდ, გრიპითა და გაციებით. ამის მიზეზად აპენინელი მედიკოსები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ მსოფლიო ქსელში მრვალი საათის გატარების მოყვარულები განმარტოებულები არიან და მათი იმუნური სისტემა დასუსტებულია. სხვა ადამიანებთან რეგულარული ურთიერთობის არქონის გამო, ასევე, სუფთა ჰაერზე გატარებული ძალიან მცირე დროის „წყალობით“, ვირუსული დაავადებების განვითარების ალბათობა მათში საკმაოდ მაღალია. იტალიელიების ექსპერიმენტში 500 მოხალისე მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 18-დან 100 წლამდე იყო. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ გრიპითა და სურდოთი უფრო მეტად ის ადამიანები ავადობდნენ, რომლებიც ინტერნეტს ხანგრძლივად მოიხმარდნენ. ადამიანებში, რომლებსაც ამგვარი დამოკიდებულება არ აღენიშნებოდათ, დაავადების განვითარების შანსი 30%-ით ნაკლები იყო.