მზის „ჩაქრობა“ გლობალური დათბობის წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტის სწავლულები, გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად, მზის ცოტა „დაბნელებას“ გვთავაზობენ. საუბარია სტრატოსფეროში ქიმიური ნივთიერებების გაფრქვევაზე, რათა დედამიწაზე მზის გამოსხივება „შერბილდეს“. ასეთი „ინექციისთვის“, თვითმფრინავების საშუალებით, სტრატოსფეროში, 20 კილომეტრის სიმაღლეზე სულფატებს გააფრქვევენ. თუმცა, ამავდროულად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით, უზარმაზარი რაოდენობით ქიმიკატების თვითმფრინავიდან გაშვება შეუძლებელია. სწავლულები ვარაუდობენ, რომ ეს პროგრამა 15 წლის შემდეგ განხორციელდება, რაც დაახლოებით, 3.5 მილიარდი დოლარი დაჯდება. ზოგიერთი მკვლევარი შიშობს, რომ მზის „დაწევის“ ასეთი მეთოდი ნეგატიურად იმოქმედებს ამინდზე, გამოიწვევს გვალვას და მოსავლის დაღუპვას.