სამაჯური რომლის მეშვეობითაც ემოციას გააკონტროლებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა სწავლულებმა შექმნეს სამაჯური, რომელიც მფლობელის ემოციური ფონის ცვლილებისას, ფერს იცვლის და ეხმარება, უკეთესად გააკონტროლოს საკუთარი გრძნობები. ლანკლასტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სამაჯური პროტოტიპის სახით შექმნეს. ავტორების ჩანაფიქრით, ის უნდა დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც დეპრესია, მომატებული შფოთიანობა და ბიპოლარული აშლილობა სტანჯავთ. სწავლულები ვარაუდობენ, რომ სამაჯურის მფლობელს რეაქცია ექნება მოწყობილობის სიგნალებზე და გააძლიერებს კონტროლს ემოციების მკვეთრი ცვლილებისას. მოწყობილობა ავტონომიურად მუშაობს და არ სჭირდება დაკავშირება კომპიუტერთან ან მობილურ ტელეფონთან. ემოციის ცვლილებისას, სამაჯური თბება, ვიწროვდება და ვიბრირებს მფლობელის ემოციების გაძლიერების კვალდაკვალ.