ართრიტს „ვაქცინით“ შეებრძოლებიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ართროზით დაავადებული ადამიანები დააიმედეს - სპეციალური ვაქცინა შექმნეს, რომელიც ართრიტით დაავადებულებს ამ სენისგან იხსნის. დიდ ბრიტანეთში, ოსტეოართროზით, დაახლოებით, 9 მილიონი ადამიანი იტანჯება, აშშ-ში - 30 მილიონი. დღემდე ამ დაავადების საწინააღმდეგო წამალი არ შეუქმნიათ. რევმატოლოგები ართრიტს 21-ე საუკუნის დასაწყისის ეპიდემიადაცკი მიიჩნევენ.

მკვლევარებმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც ტკივილის წყაროს - ნერვების ზრდის ფაქტორს (NGF) ბლოკავს. ჩატარებულ კვლევებს დამაიმედებელი შედეგები მოჰყვა - ვაქცინა იმუნურ სისტემას ამუშავებს, ის იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც უტევენ NGF-ს. პრეპარატი მღრღნელებზე გამოსცადეს და მან მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა ცხოველებს ტკივილი.