მსოფლიო ისტორიაში პირველი შემთხვევა - რა დაემართა ინსულტგადატანილ ქალს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანადაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ისტორიაში, როცა ინსულტგადატანილ ქალს, ერთი წლის განმავლობაში, შიმშილის გრძნობა საერთოდ გაუქრა. 28 წლის ორსული, საავადმყოფოში, სხეულის მარჯვენა ნაწილის დამბლითა და მეტყველების დარღვევით მოხვდა. მას იშემიური ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის შემდეგ, სახლში გაწერილი პაციენტი მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) იღებდა. ექვსი თვის შემდეგ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ქალმა აღმოაჩინა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, შიმშილის გრძნობა არ გასჩენია და საკვებს არ იღებდა. ექიმებმა პაციენტი ისევ გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ კალორიების უკმარისობის მიუხედავად, ქალი არანაირი ფიზიოლოგიურ სიგნალს არ იღებდა იმის შესახებ, რომ საჭირო იყო საკვების მიღება. შიმშილის გრძნობა მას ინსულტიდან მხოლოდ 15 თვის შემდეგ დაუბრუნდა. მედიკოსების თქმით, ასეთი სიმპტომის მიზეზი ტვინის იმ ნაწილის დაზიანება გახდა, რომელიც პასუხისმგებელია გემოებზე, მადასა და ენერგეტიკულ ბალანსზე.