საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეეძლებათ

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაცია 3 დაწესებულებაში შეეძლებათ:

თბილისში - აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა; ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო;

ქუთაისში - ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის: საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება, შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ 3 თვე;

სახელმწიფო პროგრამის “იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები; საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერმოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიისსაფუძველზე; 

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულოდაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთანგათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად. №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი,მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ვაქცინაციის პროცესში ჩართვაშეუძლიასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობასაც, მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს. ვაქცინაციისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ან მოქალაქეობის არმქონე პირებმა დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვაქცინირებული პირების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში განხორციელდება მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ.