მძღოლებს დემონსტრანტების გადათელვის უფლება მისცეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა ახალ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც სამართალდამცავებს დემონსტრანტების აგრესიისგან დაიცავს და იმ საპროტესტო გამოსვლებსაც ჩაახშობს, რომლებიც ძალადობაში გადადიან. ეს ყველაზე მკაცრი კანონია, რომელიც ქვეყანაში არეულობების წინააღმდეგ შეიქმნა. მსგავსი არსად არ არის – აცხადებს გუბერნატორი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ბუნტი“ - ესაა წესრიგის საჯარო დარღვევა სამი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც „მუშაობენ კოლექტიურად იმ განზრახვით, რომ ძალადობრივ და ხულიგნურ ქმედებებში, ერთმანეთს დაეხმარონ“. ახალი კანონით, მძღოლებს ენიჭებათ იმუნიტეტი, თუკი ისინი გზის გადამკეტ დემონსტრანტებს გადათელავენ. ფლორიდის გუნერნატორი ითხოვს, გაიზარდოს ჯარიმის ოდენობა სამართალდამცავებზე თავდასხმის გამო. თუკი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები ხელს შეუშლიან პოლიციას დემონსტრაციის დაშლაში, ისინიც დაჯარიმდებიან.