კარგი ძილი სოცოცხლეს ახანგრძლივებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცები, რომელთაც რეგულარულად კარგად სძინავთ, ხუთი წლით უფრო მეტს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც კარგად გამოძინებას ვერ ახერხებენ. რაც შეეხება სუსტ სქესს, აქ კარგი ძილის მქონეები ორი წლით იხანგრძლივებენ სიცოცხლეს. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები, ცხოვრების მანძილზე კარგი ჯანმრთელობითაც გამოირჩევიან. როგორც სწავლულები ამბობენ, კარგი ძილის ხანგრძლივობა, იდეალურ შემთხვევაში, შვიდი-რვა საათია, კვირაში ორჯერ მეტად არ უნდა გაჭირდეს ჩაძინება, არ უნდა იღებდეთ ძილის მომგვრელ საშუალებებს და გაღვიძებისას კარგი განწყობა, კვირაში ხუთი დღე მაინც უნდა გქონდეთ. ეს დასკვნები სპეციალისტებმა, 2013-2018 წლებში, 172 ათასზე მეტი ადამიანის ძილის ხარისხის შესწავლის შედეგად დადეს. ახლა სწავლულები იმის გარკვევას ცდილობენ, რატომ არის განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის სიცოცხლის გახანგრძლივების მხრივ, თუკი მათ ძილის ერთნაირი ხარისხი ჰქონდათ.