როგორ შევხვდეთ 2023 წელს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ სახლი ზედმეტი, ძველი ნივთებისაგან გაათავისუფლოთ. კურდღელი მეოჯახე ნიშანია, ამიტომ უყვარს, როცა სახლში სიმყუდროვე და ჰარმონიაა. თუმცა, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ დასუფთავება მაინცდამაინც ახალი წლის დღეს არ დავიწყოთ.

უმჯობესია, ეს საქმე წინა დღეებში მოაგვარეთ. ჩინური ტრადიციის თანახმად, ახალ წელს დასუფთავება დაუშვებელია, რადგან ეს სიმდიდრისა და იღბლის სახლიდან გატანის სიმბოლოა.

სჯობს, მომდევნო წლის შემობრძანება სახლში, ოჯახურ გარემოში აღნიშნოთ. კურდღელს, სახლის გარემო განსაკუთრებულად უყვარს და თუ ახალ წელს სახლში შეხვდებით, შეძლებთ, წარმატება მოიზიდოთ. მნიშვნელოვანია, თუ მოახერხებთ და ახალი წლის ღამეს, მთელი ოჯახი სადღესასწაულო მაგიდასთან შეიკრიბებით.

მოირგეთ წლის მთავარი ფერები და ისე შეხვდით ახალ წელს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი, თეთრი, ცისფერი, ლურჯი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი სამოსი. განსაკუთრებით პოპულარულია ბრჭყვიალებიანი და ბუმბულიანი ელემენტები.

ასტროლოგების თქმით, თუ გსურთ, მომდევნო წელი თქვენთვის წარმატებული იყოს, ოთახში, სადაც ახალი წლის შემოსვლას აღნიშნავთ, ბევრი ხის ნივთი იქონიეთ. გახსოვდეთ, ახალი წლის ღამეს კურდღლის ხორცის კერძი არ მოამზადოთ და მით უფრო, არც სუფრაზე მიიტანოთ, რადგან წლის მთავარი სიმბოლო - კურდღელი არ გაანაწყენოთ.

რაც შეეხება საახალწლო საჩუქრებს, კურდღელს განსაკუთრებით გამოყენებადი და საჭირო ნივთების ჩუქება უყვარს. ამიტომ, თუ საყვარელი ადამიანისათვის საჩუქარს ეძებთ, ამით იხელმძღვანელეთ.