ორგანოს ზომა ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ს ატლანტის კვლევითი უნივერსიტეტის - Emory მეცნიერებმა ახალი ნაშრომი წარადგინეს. ამერიკელი სწავლულების თქმით, ნებისმიერი ორგანოს ზომა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაზღვრავს. მაგალითად, გრძელი ენა მიუთითებს, რომ ეს ადამიანი მიდრეკილია უძილობისკენ და ხშირად სუნთქვის უკმარისობათაც იტანჯება, ამასთან, დიდი ენის პატრონები ყოველთვის ხვრინავენ. თუ დიდი ზომის ენა ან ნუშისებრი ჯირკვლები გაქვთ, ეს სერიოზული პრობლემაა. ის იჭედება პირის ღრუს უკანა მონაკვეთში და ძილის დროს, საჰაერო გზას ბლოკავს. შედეგად, მოდუნებული, მძინარე ადამიანი ხვრინვას იწყებს, - აცხადებენ მკვლევარები.

სწავლულების თქმით, დიდთეძოებიან ქალებს ტვინის ფუნქციონირება დარღვეული აქვთ. ეს განსაკუთრებით მძაფრდება მენოპაუზის დროს. ჩიკაგოელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი 65-დან 79 წლამდე ასაკის 9 ათასამდე ქალზე ჩაატარეს. მეხსიერების ტესტისას მათ, რომლებიც ჭარბწონიანები იყვნენ, ძალიან დაბალი ქულები დააგროვეს. თეორიის თანახმად, ზედმეტი წონა ტვინში სისხლის მიწოდებას ხელს უშლის. ვიწრო თეძო კი, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ გარეგნულადაა ლამაზი. სწავლულთა თქმით, ის გულის დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის მიზეზია. დანიელი მეცნიერები თვლიან, რომ ამ ყველაფრის მიზეზი სხეულის ამ არეში კუნთის სუსტი მასაა, რომელიც ინსულინის მგრძნობელობაზე ახდენს გავლენას.

აღმოჩნდა, რომ თითის სიგრძე მამაკაცებში, პროსტატის არსებობის ნიშანია. ბრიტანეთის კიბოს კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა პროსტატით დაავადებული 1500 მამაკაცის ხელი, 3 ათასი ჯანმრთელი მამაკაცის ხელის აგებულებას შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ მათ, რომლებსაც საჩვენებელი თითი არათითზე უფრო გრძელი აქვთ, ეს დაავადება ხშირად აწუხებთ, ამასთან, ყოველთვის დეპრესიულებიც არიან. ამერიკელი ქირურგის, დევიდ ჰოული ჰან-ბურნის თქმით, თუ ადამიანს ფეხის მეორე თითი უფრო გრძელი აქვს, ვიდრე დიდი თითი, მას ხშირად აწუხებს ოსტეოქონდროზი. ადამიანები, რომლებსაც დიდი თვალები აქვთ, ძირითადად ახლომხედველები არიან. ოფთალმოლოგების თქმით, თუ თვალის ზომა არსებულ სტანდარტზე ერთი მილიმეტრითაც კი გრძელი იქნება, ბავშვი ახლომხედველი იბადება. რაც შეეხება გრძელ ფეხებს, სწავლულები გვარწმუნებენ, რომ ასეთ ადამიანებს დიაბეტი არასდროს აწუხებთ.