მამაკაცმა ბეჭდის გამო, ბანკი გაძარცვა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ტეხასის ქალაქ გროვტონში, საკუთარი ქორწილის წინა დღეს, მამაკაცმა ბანკი გაძარცვა, რათა მომავალი მეუღლისთვის ბეჭედი ეყიდა. ჰიტ ბამპუსი Citizens State Bank-ის შენობაში შეიჭრა და ფული მოითხოვა. მან მოლარე გააფრთხილა, რომ შეიარაღებული იყო. სამართალდამცველების თქმით, ძარცვის შემდეგ, ბამპუსმა ტანსაცმელი და იარაღი ავტომანქანის ფანჯრიდან გადაყარა, რომელიც პოლიციამ მალევე იპოვა. გარდა ამისა, ბანკის სათვალთვალო კამერის კადრები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, რომელშიც ეჭმიტანილი ჩანდა. მამაკაცის საცოლემ კადრებში მომავალი მეუღლე ამოიცნო და მას პოლიციაში მისვლა მოსთხოვა. საბოლოოდ, სიძე სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ბამპუსმა ნაძარცვი თანხის დიდი ნაწილი დააბრუნა. ის დააკავეს და ძარცვაში დასდეს ბრალი.