Menu
RSS

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

მოქალაქეთა მომსახურების სივრცე სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. ასევე, სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სხვასხვა ქვედანაყოფების შენობებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მოქმედებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მომსახურების ცენტრში სერვისის მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში