Menu
RSS

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ეტაპობრივად იწყებს სერვისების განახლებას

18 მაისიდან, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ეტაპობრივად დაიწყო COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდება და უწყება ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ სერვისების მიწოდებისას, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.

პირველ ეტაპზე, აღდგა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ამასთან, აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:

-სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;

-ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთისა და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე, განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში