Menu
RSS

ფარმაცევტული კომპანია PSP _ „მიზონის“ ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში!

კვანგ ნამგუნ: „გადავწყვიტეთ, რომ კომპეტენტური და პროფესიონალი კონსულტანტების მქონე კომპანიასთან გვეთანამშრომლა“

20 სექტემბერს, სასტუმრო სტამბაში, ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ სამხრეთ კორეული ბრენდის, ,,მიზონის'' პრეზენტაცია გამართა. ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანია ამჯერადაც ნოვატორად გვევლინება და საკუთარ მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს _ ამიერიდან, ,,მიზონის'' ყველაზე პოპულარულ, ლოკოკინის ხაზის კოსმეტიკურ საშუალებებს, სწორედ PSP-ს აფთიაქების ქსელში შეიძენთ.

,,ვერსიაში'' უკვე ვწერდით, რომ ფარმაცევტული კომპანია PSP, მთელ მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ბრენდის, ,,მიზონის'' ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. იმასაც შეგახსენებთ, რომ „მიზონს“ სამხრეთ კორეული კომპანია NABION აწარმოებს, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად, ის კვლევითი ცენტრი იყო, რომელიც ETUDE HOUSE, INNISFREE და სხვა ბრენდებისთვის პროდუქციას აწარმოებდა. მოგვიანებით, NABION-მა თავად დაიწყო საკუთარი ბრენდის _ „მიზონის“ წარმოება. 2012 წელს, NABION, კორპორაცია COSON CO-ს ჯგუფის წევრი გახდა. კომპანიას მიღებული აქვს სამხრეთ კორეის მთავრობის სპეციალური პრიზი სამეცნიერო მიღწევებისთვის. მისი ცენტრალური ოფისი სეულში მდებარეობს, ხელმძღვანელი კი ბიოქიმიკოსი და ბიზნესმენი, ლი დონგ გუნიაა. 

სასტუმრო ,,სტამბაში'' გამართულ პრეზენტაციას ,,მიზონის'' ბრენდის დირექტორი, კვანგ ნამგუნ ესწრებოდა, რომელიც სამხრეთ კორეადან, სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ,,ვერსიის'' კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმით შეარჩიეს საქართველო, ხოლო ჩვენს ქვეყანაში კომპანია PSP, რომელიც ,,მიზონის'' ექსკლუზიური წარმომადგენელია, კვანგ ნამგუნმა გვიპასუხა: 

,,რატომ საქართველო? ეს პირადად ჩემი არჩევანი იყო, რადგან ამ ქვეყნის მიმართ, პირადი ინტერესი მქონდა და ყოველთვის მინდოდა აქ ჩამოსვლა. სამხრეთ კორეაში, ნელ-ნელა უფრო პოპულარული ხდება თქვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, მეც მინდოდა აქ ჩამოსვლა და მისი მონახულება. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ PSP? როდესაც ვარჩევდით კომპანიას, რომელთანაც საქართველოში უნდა გვეთანამშრომლა, აღმოვაჩინეთ, რომ PSP-ს კონსულტანტები საკმაოდ კომპეტენტურები არიან, ისინი საკმაოდ დიდ ინდფორმაციას ფლობენ იმ პროდუქციის შესახებ, რომელიც შემოგვაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კომპეტენტური და პროფესიონალი კონსულტანტების მქონე კომპანიასთან გვეთანამშრომლა, რათა მომხმარებლებს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია გადასცენ ჩვენი პროდუქციისა და მასში შემავალი ინგრედიენტების შესახებ''. 

კვანგ ნამგუნმა ,,ვერსიას'' ისიც განუცხადა, რომ ,,მიზონის'', როგორც ბრენდის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარობას პროდუქციის მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა განაპირობებს: 

,,იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საკმაოდ დიდი ექსპორტი გვაქვს, რადგან ბევრ ქვეყანაში შედის ჩვენი პროდუქცია, მომხმარებლის ტიპიც განსხვავდება, როგორც ქვეყნების, ასევე უშუალოდ, მომხმარებელთა კანის ტიპის მიხედვითაც. შესაბამისად, ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს მომხმარებლებთან, რათა ჩვენი პროდუქტები მათი კანის ტიპს მოვარგოთ და სწორედ ამიტომ, დღითიდღე ვცდილობთ, უკვე არსებული პროდუქტებიც კი დავხვეწოთ. ვფიქრობ, სწორედ ასეთი მიდგომის გამო, ჩვენი ბრენდი ,,მიზონი'', მომხმარებლებში ამიტომაც სარგებლობს ასეთი პოპულარობით''. 

პრეზენტაციას საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ადამიანები ესწრებოდნენ. უამრავ სტუმარს შორის, ,,ვერსიამ'' დახვეწილი, ელეგანტური, გემოვნებიანი და ყველასთვის საყვარელი ქალბატონები გამოარჩია. პირველ რიგში, PSP-ს სახეებს _ ეკა მამალაძესა და ნატალია ქუთათელაძეს გავესაუბრეთ, რადგან წლების მანძილზე, ეს უმშვენიერესი ქალბატონები, ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძესთან ერთად, სწორედ ამ ფარმაცევტული ქსელის საკმაოდ პოპულარული სარეკლამო რგოლების გმირები იყვნენ. 

ეკა მამალაძე: ,,აქამდე ნამდვილად არ მსმენია ამ ბრენდის შესახებ, თუმცა მისასალმებელია, რომ ქართულ ბაზარზე, PSP-ს სააფთიაქო ქსელში იქნება წარმოდგენილი. საერთოდ, მივესალმები ყველაფერს, რაც ახალი, კარგი და ხარისხიანი პროდუქციაა. როგორც ამიხსნეს, ,,მიზონს'' არაჩვეულებრივი თვისებები აქვს და რაც მთავარია, ჯანსაღია. თანამედროე ტენდენციების მიხედვით, კოსმეტიკური პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, სუნამოს სურნელიც კი არ უნდა ჰქონდეს ანუ პარფიუმს არ უნდა შეიცავდეს და ეს ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, ამ ბრენდის მომხმარებელი გავხდები, რადგან სიახლეები და ინოვაციები ძალიან მომწონს. PSP-ს კი დიდ პატივს ვცემ და დიდი ხანია, ამ კომპანიასთან ვმეგობრობ. ძალიან კარგად მუშაობენ და ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო წინ წავიდნენ''. 

ნატალია ქუთათელაძე: ,,სამწუხაროდ, ამ ბრენდის შესახებ აქამდე არ მსმენია, მაგრამ ჩვენ PSP-ს ერთგული მომხმარებლები ვართ. ეს მართლაც ჩვენი ოჯახის აფთიაქია და შესაბამისად, ჩვენც მათი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ამიტომ ვენდობით და რა თქმა უნდა, ამ ბრენდსაც აუცილებლად მოვიხმართ''. 

კრისტი ყიფშიძე: ,,მართალია, ამ ბრენდის შესახებ აქამდე არ მსმენია, მაგრამ დღეს გავსინჯე პირველად და ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, ,,მიზონის'' პროდუქციას აუცილებლად მოვიხმარ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მომეწონება. საერთოდ, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქცია ძალიან მიყვარს, მით უმეტეს, ვიცი, რომ ,,მიზონი'' სწორედ ასეთ პროდუქციას ამზადებს, რისთვისაც ლოკოკინას მიცინს იყენებს''. 

ჟურნალ ,,ფორბს ვუმენის'' აღმასრულებელმა რედაქტორმა, მარიკა სპარსიაშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ სამხრეთ კორეული ბრენდის ,,მიზონის'' შესახებ პირველად გერმანიაში შეიტყო და იქიდან მოყოლებული, მისი ერთგული მომხმარებელია: 

,,ამ ბრენდის მომხმარებელი ვარ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ეს პროდუქცია საქართველოში არალეგალური გზით შემოჰქონდათ. კონკრეტულ მისამართზე მივდიოდი და ,,მიზონის'' პროდუქციას ვყიდულობდი, რადგან ერთხელ შევიძინე ევროპაში და იმის შემდეგ, მხოლოდ ამ პროდუქციას მოვიხმარ. საშინლად ალერგიული ვარ და ძალიან რთულად, დერმატოლოგების კონსულტაციების ფონზე ვარჩევ სახის მოვლის საშუალებებს. მახსოვს, კონსულტაციაზე ვიყავი გერმანიაში ექიმთან და მან მირჩია, რომ ,,მიზონის'' სახის მოვლის საშუალებები მეცადა. ყველას ვურჩევ, რომ ეს ბრენდი მოიხმარონ, რადგან მერწმუნეთ, თავის მოვლის ორგანულ საშუალებებზე უკეთესი, ნამდვილად არ არსებობს და ეს მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული ფაქტია''. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში