Menu
RSS

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დაცვის პოლიციის ერთიანი სერვისცენტრი შეიქმნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დაცვის პოლიციის ერთიანი სერვისცენტრი შეიქმნა. მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს საშუალება აქვთ, 1 სივრცეში მიიღონ დაცვის სერვისით სარგებლობისთვის საჭირო ყველა მომსახურება.

დღემდე, დაცვის პოლიციის სერვისებით სარგებლობისთვის მოქალაქეს უწევდა რთული პროცედურების გავლა, რაც გულისხმობდა ერთი მომსახურების მისაღებად სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლის აუცილებლობას. 

სერვისცენტრის წარმომადგენელი, ასევე იმუშავებს ყველა რეგიონულ სამმართველოში, რაც მომსახურებას გააუმჯობესებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 

სისტემური განახლების ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფებისთვის შეიქმნა ახალი GPS პროგრამა, რომლის საშუალებითაც ოპერატიული რეაგირების ჯგუფების გადაადგილების დრო მინიმალურად შემცირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13 000-ზე მეტ ობიექტს ემსახურება _ მათ შორის, 6 000-ზე მეტი თბილისში მდებარეობს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ მომსახურებას: 

  • საპოლიციო დაცვა, 
  • დაცვა ტექნიკური საშუალებებით, 
  • დაცვა-გაცილება, 
  • ესკორტი, 
  • ინკასაცია, 
  • GPS მომსახურება. 

გარდა ამისა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს სამხედრო-საკონტრაქტო სამსახური.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში