Menu
RSS

ნაგოია ბაშო ქართველებისთვის წარუმატებლად დასრულდა

იაპონიაში სუმოისტთა მორიგი ტურნირი, ნაგოია ბაშო დასრულდა. სამწუხაროდ, აღნიშნული შეჯიბრი ორივე ქართველი სუმოისტისთვის წარუმატებელი გამოგა, თუმცა ორივე შემთხვევაში, მიზეზი ტრავმაა.

ოძეკი ტოჩინოშინი ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღის შემდეგ მოეხსნა, რადგან ტრავმა ისე გაუმიზეზდა, დოჰიოზე გასვლას აზრი არ ჰქონდა. გაგამარუმ კი, მესამე დღეს ფეხის ნეკა თითი მოიტეხა და იმის მიუხედავად, რომ ტურნირი ბოლომდე ჩაამთავრა, მოტეხილი თითითა და გაუსალისი ტკივილით, 15-დან მხოლოდ 3 ბრძოლის მოგება მოახერხა.

მომდევნო ტურნირი სექტემბერში გაიმართება და ტოჩინოშინი კოდობანში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველმა სუმოისტმა აუცილებლად დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში