Menu
RSS

თიბისი ბანკის ჯგუფი TKT.GE-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელია

რეგიონის ლიდერი გადახდებისა და ეკოსისტემების განვითარებით!

თიბისიბანკისჯგუფიბილეთებისშეძენისონლაინპლატფორმაTKT.GE-საკონტროლოპაკეტისმფლობელია. ჯგუფმაკომპანიაშისაკუთარიწილი 26%-დან 55%-მდეგაზარდა. TKT.GE- 26%-იანიწილი, ჯგუფმაერთიწლისწინშეიძინა. მხარეებსშორისგარიგებასრულადშეესაბამებაბანკისგადახდებისბიზნესის, ეკოსისტემებისგანვითარებისადარეგიონშიექსპანსიისსტრატეგიას.

 

 

თიბისი ბანკის ჯგუფის უმთავრესი სტრატეგია და მიზანი ისაა, რომ ადამიანებს _ ცხოვრება, ხოლო კომპანიებს _ ბიზნესის წარმოება გაუმარტივონ. შესაბამისად, თიბისის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ინვესტიცია და გადაწყვეტილება, სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. რაც შეეხება ბილეთების ონლაინ კომპანიაში თიბისი ჯგუფის წილის ზრდას, ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ ამ ორ კომპანიას საერთო ხედვა აქვს: 

„TKT.GE-სა და ჩვენ _ თიბისის, საერთო ხედვა და სინერგიები გვაქვს სტრატეგიაში – გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება და სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ სერვისები. თიბისის გადახდების ეკოსისტემის სტრატეგია თანხვედრაშია TKT.GE -ს სამომავლო ხედვებთან, ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობით სასიამოვნო სიახლეებს მივაწოდებთ მომხმარებლებს''. 

როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძემ განმარტა, მათი მიზანია, რომ გადახდების სისტემის განვითარებით, რეგიონში ლიდერი გახდეს. რაც შეეხება ონლაინ პლატფორმა TKT.GE GE-ს, ის 2015 წელს შეიქმნა და დაარსებიდან სამი წლის თავზე, მინიმალური კაპიტალითა და ძლიერი გუნდის დამსახურებით, ქართული ბაზრის უპირობო ლიდერი გახდა. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვითა და მომხმარებელზე ზრუნვით, TKT.GE GE-მ შეცვალა მომხმარებლის ქცევა _ თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს. 

მუდმივად განვითარებადი პლატფორმისა და გამოცდილი, პროფესიონალური გუნდის დახმარებით, TKT.GE -მ წარმატებით ჩაატარა 3000-მდე ღონისძიება, მათ შორის, მსოფლიო დონის A Class-ის არტისტების მონაწილეობით. TKT.GE GE-ს მენეჯმენტი მზადაა მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს. TKT.GE GE-ს გენერალური დირექტორის, ლევან კილაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, უზბეკეთის ბაზარზე შესვლა იგეგმება: 

„ჩვენი პროდუქტისთვის საინტერესოა ის ბაზრები, სადაც თიბისი, რო გორც ციფრულიბანკი, აპირებს შესვლას. ჩვენი პროდუქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი იქნება ახალ ბაზრებზე საცალო მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისების შესათავაზებლად''. 

ტექნიკური პლატფორმა კომპანია „ლემონდუმ“ შექმნა, რომელიც შპს „ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად რჩება და თიბისი ბანკთან ერთად, კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე იზრუნებს. „ლემონდუ“ წარმატებული IT კომპანიაა მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში