Menu
RSS

ახალი ციფრული პლატფორმა საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით

AREA.GE _ მუდმივად განახლებადი სრული ინფორმაცია გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა AREA.GE უკვე ამოქმედდა. მისი მიზანია, მომხმარებელს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი, თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ. ქვეყნის წამყვან ბანკში განაცხადეს, რომ AREA.GE, სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და საკუთარი ბიზნესი განავითარონ.

ახალი ონლაინპლატფორმა AREA.GE-ი, საუკეთესო შესაძლებლობაა, აგენტების ანუ ე.წ. მაკლერებისთვისაც, რადგან უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ, ისინი მუდმივად ინფორმირებულები იქნებიან. რაც შეეხება უძრავი ქონებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, მათ შესაძლებლობა აქვთ, სწორედ AREA.GE-ზე იხილონ ინფორმაცია ისეთი უძრავი ქონების შესახებაც კი, რაც აქამდე არსებულ, არცერთ ონლაინრესურსსზე ხელმისაწვდომი არ ყოფილა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი პლატფორმის საშუალებით, იპოთეკური დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული ხდება. ეს ნიშნავს, რომ თუ AREA.GE-ზე დარეგისტრირდებით და თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს მიუთითებთ, ონლაინრეჟიმში დაგითვლიან, რა ოდენობის სესხის აღებას შეძლებთ ამა თუ იმ უძრავი ქონების შესაძენად და რამდენი იქნება ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი. 

AREA.GE-ზე მნიშვნელოვნადაა გამარტივებული უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესი. პლატფორმის უპირატესობა ისაა, რომ აქ მხოლოდ დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაციაა განთავსებული. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განმარტებით, ეს ყოველივე, ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი: 

,,საქართველოს ბანკი ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს. რაც მთავარია, ქვეყნის წამყვანი ბანკი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს ქმნის. AREA.GE, სწორედ ის ონლაინსივრცეა, რომელიც უძრავი ქონებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს, იქნება ეს დეველოპერი, აგენტი, თუ ფიზიკური პირი''. 

AREA.GE-ს გენერალურმა დირექტორმა, ლევან კობახიძემ საქართველოს ბანკს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ონლაინპლატფორმა მომხმარებლებს სრულიად ახალ სტანდარტს, უძრავი ქონების ძებნისა და განთავსების პროცესის სრულ ციკლს სთავაზობს: 

,,უპირველეს ყოვლისა, ეს ყოველივე ამ პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალითYგამოიხატება. AREA.GE-ს საშუალებით, ჩვენ ვამარტივებთ კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის განმთავსებლებს შორის. ამით პლატფორმა მომხმარებლების ნებისმიერ მოთხოვნას პასუხობს, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი AREA.GE-ს პოვნაში დაეხმარება''. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, ახალი პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლები ყოველგვარი შუამავლების გარეშე, პირდაპირ შეძლებენ თუ არა უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვა-გაქირავებას, ლევან კობახიძემ გვიპასუხა: 

,,ზოგადად, ჩვენი ამოცანაა, რომ უძრავი ქონების ბაზრის ყველა მოთამაშისთვის ელექტრონული სივრცე შევქმნათ. ესაა ერთგვარი MარკეტPლაცე-ი, სადაც წარმოდგენილნი არიან, როგორც უძრავი ქონების სააგენტოები, აგენტები, ასევე სამშენებლო კომპანიები და კერძო მესაკუთრეები. ამდენად, ყველას აქვს საშუალება, რათა ამ პლატფორმით ისარგებლოს და საკუთარი განცხადებები განათავსოს. ამის შემდეგ, უშუალოდ მაძიებლის გადასაწყვეტია, უძრავი ქონების ბაზრის რომელ კონკრეტულ მოთამაშესთან ურთიერთობის შედეგად შეიძენს მისთვის სასურველ უძრავ ქონებას. ჩვენ მხოლოდ ხარისხიან ელექტრონულ სივრცეს გთავაზობთ, რათა ამგვარი ურთიერთობა ბევრად უფრო კომფორტული იყოს''. 

მისივე თქმით, ამჟამად AREA.GE-ზე 50 სამშენებლო კომპანია და უძრავი ქონების ამდენივე სააგენტოა რეგისტრირებული. უახლოეს მომავალში, პლატფორმა კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება, რასაც პრემიუმსეგმენტის ისეთი მიმართულებები დაემატება, როგორებიცაა: პროფესიონალური ფოტოები, მათ შორის, დრონით გადაღებული და განცხადებების რედაქტირების სერვისები. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში