ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ.
CNN-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაასახელა.
ჰეგსეთს სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, ის ავღანეთისა და ერაყის მისიებშიც მსახურობდა.
რაც შეეხება ილონ მასკსა და ვივეკ რამასვას, დონალდ ტრამპის თქმით, „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, დეპარტამენტი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა.
ილონ მასკის თქმით, ახალი დეპარტამენტი შოკისმომგვრელი იქნება იმათთვის, ვინც ჩართულია სამთავრობო რესურსების გაფლანგვაში.
ილონ მასკის კომპანიების შემადგენლობა მოიცავს ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს, სოციალური მედიის პლატფორმა X-ს და სარაკეტო კომპანია SpaceX-ს.
რამასვამი ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც კენჭს იყრიდა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის, მაგრამ მოგვიანებით საარჩევნო რბოლას გამოეთიშა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.
რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ამ თანამდებობაზე ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესმენი მაიკ უოლცი დაასახელა.
ტრამპი ამბობს, რომ მისი სამომავლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი არის “ექსპერტი ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და გლობალური ტერორიზმის მხრიდან მომავალი საფრთხეების საკითხში”.
მაიკ უოლცი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - ფლორიდის შტატს წარმომადგენს და პირველი “მწვანე ბერეტია” (მსახურობდა ამერიკული არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში), ვინც ამერიკის კონგრესში იქნა არჩეული.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი პირის ვინაობაც.
დონალდ ტრამპი ამ თანამდებობაზე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ წევრს, „რესპუბლიკელ“ ჯონ რეტკლიფს წარადგენს.
ჯონ რეტკლიფი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლოს, 2020 წლის მაისიდან 2021 წლის იანვრამდე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
დონალდ ტრამპის ცნობით, ისრაელში აშშ-ის ელჩის პოსტზე არკანზასის ყოფილ გუბერნატორს მაიკ ჰაკაბის წარადგენს.
ავსტრალიელმა სწავლულებმა გაარკვიეს, რომ სახლში კატების არსებობა შიზოფრენიის განვითარების რისკს ზრდის. ქვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, 11 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, 17 კვლევა ჩაატარეს, რამაც აჩვენა, რომ ბოლო 44 წლის განმავლობაში, ამ დაავადების მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ და კონტაქტობდნენ კატებთან. სპეციალისტების თქმით, ყველაფერი პარაზიტ Toxoplasma gondii-ის ბრალია, რომელიც ამ ცხოველებში ცხოვრობს. ის ადამიანის ორგანიზმში კატებთან თამაშისას, კბენით ან ნაკაწრით გადადის. შემდეგ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღწევს და ზემოქმედებს ნეიროტრანსმიტერებზე, რაც ადამიანებს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებად აქცევს.
ამერიკელი სწავლულები შეეცადნენ ამ მონაცემების გაქარწყლებას - მათ განაცხადეს, რომ 345 მოხალისეზე ჩატარებული კვლევებით მსგავსი რამ - კავშირი შიზოფრენიასა და სახლში კატების ყოფნას შორის - არ გამოვლენილა. თუმცა, შემდეგ განაცხადეს, რომ არ გაუთვალისწინებიათ კბენების ფაქტორი და საკუთარი მტკიცებები უკანვე წაიღეს. კატების მფლობელებს კი ურჩიეს, ისინი ვეტერინარებთან პარაზიტებზე შეამოწმონ.
ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო ორგანიზაციამ - Nihon Hidankyo, ამომავალი მზის ქვეყნიდან, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს მიღწევაში ძალისხმევისა და იმის დემონსტრირებისთვის, რომ ატომური იარაღი აღარასდროს უნდა გამოიყენონ. Nihon Hidankyo - ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვას გადარჩენილთა მოძრაობაა. მისი წევრები დაუღალავად მუშაობენ ბითვული იარაღის გამოყენების კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგების ცნობიერების ამაღლებაზე. უკვე გამოვლინდნენ პრემიის ლაურეატები ფიზიკაში, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, ქიმიასა და ლიტერატურაშიც.
ბრიტანელი მსახიობი აარონ ტეილორ-ჯონსონი, რომელიც მომავალი ჯეიმს ბონდის როლის პრეტენდენტია, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მამაკაცად დასახელდა. ცნობილმა პლასტიკურიმა ქირურგმა, დოქტრომა ჯულინა დე სილვამ „ოქროს თანაფარდობის“ მეთოდი გამოიყენა და პლანეტის 10 ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი დაასახელა.
34 წლის აარონმა პირველი ადგილი თითქმის იდეალური შედეგიოთ - 93.04%-ით დაიკავა. „ის ყველაზე ლამაზი ჯეიმს ბონდი იქნება, თუკი ამ როლს მიიღებს“, - განაცხადა დე სილვამ. ტეილორ-ჯონსონი მაყურებლისთვის ცნობილია ვრონსკის როლით, ამერიკული „ანა კარენინადან“. სიაში მეორე ადგილზე მოხვდა შაკირას ბოიფრენდი, 32 წლის ლუსიენ ლავისკონტი, სერიალის - „ემილი პარიზში“ მსახიობი, რომელმაც 92.41% მოაგროვა. მესამე საფეხურზეა ირლანდიელი მსახიობი, პოლ მესკალი - 92.38%-ით. ლამაზი მამაკაცების ათეულში მოხვდნენ: რობერტ პატინსონი, ჯეკ ლოუდენი, ჯორჯ კლუნი, ნიკოლას ჰოლტი, ჩარლზ მელტონი, იდრის ელბა და ცნობილი ინდოელი მსახიობი, შახ რუკხ ხანი.
ინგლისის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური ძალადობაა, თუკი მამაკაცს ეტყვით, რომ ის „მელოტია“. როგორც Daily Mail-ი წერს, ახლა ძლიერი სქესის წარმომადგენლის მისამართით ნათქვამი ეს სიტყვა ძალადობად კვალიფიცირდება. ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი სასამართლო განხილვის შედეგია. ინგლისელი ტონი ფინი მის ყოფილ დამსაქმებელს, კომპანია British Bung-ს უჩიოდა, საიდანაც ფინი 2021 წელს გაათავისუფლეს. მან სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და ამტკიცებდა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა შეურაცხყოფის გამო, რაც მისმა უფროსმა ჩხუბის დროს მიაყენა. უფროსმა მას „მელოტი ნაბიჭვარი“ უწოდა.
2022 წელს, სასამართლომ განაჩენი ფინის სასარგებლოდ გამოიტანა, თუმცა დამსაქმებელმა ის მაშინვე გაასაჩივრა. საბოლოოდ, აპელაცია უარყოფილი აღმოჩნდა, მოსამართლემ განაცხადა, რომ ყოფილი უფროსის ნათქვამი სიტყვები ტონის სიმელოტეზე „გენდერთან არის დაკავშირებული“. მისი თქმით, მამაკაცის სიმელოტის აღნიშვნა სამსახურში იგივეა, ქალის მკერდის ზომაზე გააკეთო კომენტარიო. საბოლოო განაჩენი ფინს საშუალებას აძლევს, კომპენსაცია მოითხოვოს არასამართლიანი გათავისუფლებისა და სექსუალური ძალადობისთვის.