კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ მის წინააღმდეგ მორიგი ცრუ და ცილისწამების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა.
ხაინდრავას თქმით, ტელეკომპანიამ ის კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობასა და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა სასამართლოში და ასევე მიმართავს საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყონ.
„მინდა, გაგახსენოთ, რომ 2025 წლის 20 დეკემბერს შპს „სიცრუის ფორმულამ“ გაავრცელა აბსოლუტურად სიცრუით სავსე სიუჟეტი ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს საქმიანობაზე. ამ სიუჟეტში არცერთი სიტყვა მართალი არ იყო. ეს იყო მცდელობა, საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურობის გამო ჩემთვის ზიანი მიეყენებინათ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე, რომ შევიტანდი სარჩელს სასამართლოში, მოვითხოვდი არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი, მოსარჩელის სახელის, პატივის, ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამ განცხადებას მოჰყვა, ჩემი ღრმა რწმენით, დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც განხორციელდა 17 იანვარს იმავე შპს „სიცრუის ფორმულის“ შაბათის ეთერში. ბრალი დამდეს სახელმწიფო დანაშაულის ჩადენაში. ანუ, წინასწარი განზრახვით, შეთანხმებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტთან, სუს-თან და საზღვრის დაცვის პოლიციასთან კრიმინალური კავშირის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ტრეფიკინგის განხორციელებას არალეგალურად, ქრთამის სანაცვლოდ 2 000 ადამიანის შემოყვანას. ბრალი დამდეს, დამადანაშაულეს ქრთამის სახით 2 000 დოლარის აღებაში. საერთო ჯამში კი, ოთხი მილიონი დოლარის აღებაში.
სიუჟეტში გაჟღერებული იყო, რომ მე, სუს-თან შეთანხმებით, წინასწარი განზრახვით ჩავიდინე უმძიმესი დანაშაული. ეს ჩემთვის სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი დანაშაულია. ქვეყნის ღალატია, როცა ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოგყავს პოტენციური დამნაშავეები. ამიტომ, გარდა იმისა, რომ სარჩელი შევიტანე სასამართლოში, მივმართავ პროკურატურას და ვთხოვ, ჩაატაროს გამოძიება საკითხზე, რათა დადგენილი იყოს, ვინ არის დამნაშავე, მე, სუს-ი, საზღვრის დაცვის პოლიცია თუ შპს „სიცრუის ფორმულა“. ორივე შემთხვევაში ჩადენილია უმძიმესი დანაშაული. იურისტებთან გავიარე კონსულტაციები და მაქსიმალური, რაც შეიძლება სარჩელის შედეგად იყოს გამოტანილი სასამართლოს მიერ, არის ის, რომ „სიცრუის ფორმულა“ დაავალდებულონ, ბოდიში მოიხადოს საჯაროდ. გარდა ამისა, 10 000 ლარის ჯარიმა შეიძლება დაეკისროს. ეს აბსოლუტურად არაზომადია იმ დანაშაულისა, რაც მათ აქვთ ჩადენილი. ადამიანს საჯაროდ როცა სდებ ბრალს ასეთ მძიმე დანაშაულში, პასუხისმგებლობა თანაზომადი უნდა იყოს. ეთერში, რომელიღაც 55-ე წუთზე ნათქვამი ბოდიში, რომელსაც, რეალურად, შეიძლება, ათი კაციც ვერ გაიგებს, არანაირად არ არის თანაზომადი იმ ცილისწამებისა, რაც ჩადენილია „სიცრუის ფორმულის“ მიერ.
ვფიქრობ, „ფორმულამ“ რაც განაცხადა, ისიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაწყებულიყო ძიება პროკურატურაში. საჯაროდ როცა სდებ ბრალს საქართველოს უშიშროების სამსახურს კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობაში, როგორც, მინიმუმ, საზღვრის დაცვის პოლიციაც მონაწილეობს, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, 2 000 არალეგალი ადამიანი შემოვიდეს ქვეყანაში ისე, რომ ერთი ან მეორე სახელმწიფო სამსახური საქმის კურსში არ იყოს? ეს ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ ვითხოვ, პროკურატურამ დაიწყოს საქმის გამოძიება, ასევე ძიება უნდა ჩატარდეს სუს-სა და შსს-შიც, რათა მსგავს ფაქტებს რეალურად თუ ჰქონდა ადგილი, მძიმე დანაშაულში მონაწილე ადამიანები გამოვლინდნენ.
მეორე გარემოება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ის, ვინ დგას ამ დანაშაულის უკან. ამ დანაშაულის სულის ჩამდგმელი, დამფინანსებელი და ორგანიზატორი არის კრიმინალი, საქართველოდან გაქცეული, ძებნაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი, რომლის ნაყაჩაღარი ფულით არსებობს შპს „ფორმულა“. ყველა თანამშრომელი არის თანამონაწილე იმ დანაშაულების, რასაც ჩადის კონკრეტულ შემთხვევებში ეს დაწესებულება, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიას ვერანაირად ვერ დავარქმევ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მოძრავ ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა. უწყების განმარტებით, სამართალდამცველების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ავტომობილის მძღოლმა დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟი კანონდამრღვევ ავტომობილს უკან გაჰყვა.
შსს-ში ამბობენ, რომ KIA-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩამოშორდა კანონდამრღვევ ავტომობილს. სოფელ აღაიანიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობისას საპატრულო ეკიპაჟის მიერ ნანახი იქნა KIA-ს მარკის დაზიანებული ავტომობილი და მასში მყოფი სამი პირი, რომლებიც პატრულ-ინსპექტორების დახმარებით გადმოყვანილ იქნენ ავტომობილიდან.
შსს-ს განმარტებით, დაშავებული პირები მოგვიანებით შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი.
შსს-ს ცნობით, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისა და საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო", - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, 2024-2025 წლებში, თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ, ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 12 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით - ექვსი ეპიზოდი) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით - ორი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა გახსნეს 2003 წელს, ორენბურგში ჩადენილი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის საქმე. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში სამარაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის (ОПГ) წევრები მონაწილეობდნენ. ბანდის ორ წევრს უკვე წარედგინა ბრალი.
საქმის მასალების მიხედვით, 2003 წლის შემოდგომაზე სამარას ОПГ-ის ორმა წევრმა ჯგუფის ლიდერისგან მიიღო დავალება, ორენბურგის ოლქის ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი მოეკლათ, რეგიონში გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით. ოქტომბერში ისინი ორენბურგში ჩავიდნენ, შეიძინეს ავტომობილი და ადგილობრივი თანამზრახველისგან მიიღეს იარაღი.
საგამოძიებო კომიტეტის ორენბურგის ოლქის სამმართველოს ცნობით, დადგენილია იმ პერიოდის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ლიდერებისა და წევრების შესაძლო მონაწილეობა. ბრალდებულები დაკავებულნი არიან და სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დანაშაულებრივი ჯგუფი „კანონიერი ქურდის“ რაშიდ ხაჩატრიანი (რაშიდ ჯამბულსკის) ლიკვიდაციას გეგმავდა, თუმცა შემთხვევით სხვა კრიმინალური ავტორიტეტი „კანონიერი ქურდი“ მიხეილ საკანდელიძე, იგივე მამუკა ქუთაისელი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მამუკა ორენბურგში იმყოფებოდა ტიმოფეი კაპჩენინის მხარდასაჭერად, რომელიც „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მიღებას ცდილობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გასართობ კომპლექს „კრიმბორიდან“ გამოსვლისას, თავდამსხმელებმა მას შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები აგროვებენ დამატებით მტკიცებულებებს, რათა დაადგინონ დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც.
PrimeTime
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.