ყველამ კარგად იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს სახლში ნივთების განლაგებას. უფრო სწორედ, ის იცის ყველამ, სად, რა ნივთი დევს სახლში.ალბათ, ყველა გაბრაზებულა, როცა ნივთი თავის ადგილზე ვერ აღმოუჩენია, გადაუადგილებიათ, უძებნია... ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როცა შინ მარტო ხართ და აღმოაჩენთ, რომ ნივთები თავისით გადაადგილდება, ან საერთოდაც, ისინი უბრალოდ ქრება.
„არ ვიცი, რა ვიფიქრო. სახლში მარტო ვცხოვრობ და მგონია, რომ ვგიჟდები. ნივთები გადაადგილებული მხვდება და ვფიქრობ, რომ რაღაცები ქრება კიდეც. ვიღაც რომ მოდიოდეს სახლში, კარებს ხომ უნდა ეტყობოდეს? რაც მთავარია, ამის გამო, საკეტი ორჯერ შევცვალე, ერთხელ ხელოსანი მოვიყვანე, მაგრამ იგივე რომ გაგრძელდა, შემდეგ მამიდაშვილს ვთხოვე და საკეტი იმან შემიცვალა. ამას ბოლო მაინც არ უჩანს. შვილი გათხოვილია, ქმართან ერთად ცხოვრობს და გასაღები მასაც კი არ მივეცი, რომ ეჭვი არ შემპარვოდა, მაგრამ... ჩემს სახლში ვიღაც მოდის მაშინ, როცამე არ ვარ, ნივთებს ადგილებს უცვლის და რაღაცებს მპარავს“,-განყოფილებაში მისული ქალი თითქოს დაუჯერებელ ამბავს ჰყვებოდა.
სამართალდამცავები, პირველ რიგში, შვილის დასაკითხად გაემართნენ, ქალთან სახლში კი, ექსპერტი გაუშვეს, რომელსაც საკეტი უნდა შეემოწმებინა. ორივე ღონისძიებამ საინტერესო შედეგი გამოიღო. ეექსპერტმა დაადასტურა, რომ საკეტი უმაღლესი დონის თუ ხარისხის „ატმიჩკებით“ იყო გახსნილი, ხოლო შვილმა...
„მეშინია... ძალიან მეშინია. ბებიას ანუ დედაჩემის დედას, გაფანტული სკლეროზი ჰქონდა, მერე ეს ყველაფერი უმძიმეს ფორმებში გადაუვიდა და ბოლოს ისე იყო, ოთახიდან რომ გავიდოდით და უკან შემოვიდოდით, ბებო გვეკითხებოდა,ვინ გნებავთო? ასე მგონია, რომ დედაჩემიც იმავე გზაზე დგას დავფიქრობ საკუთარ თავზეც, ეს თუ მემკვიდრეობითია, მეც იგივე დამემართება. იცით, რატომ არ მჯერა, რომ ვიღაც შედის, რაღაცებს ჰპარავს და ნივთებს აქეთ-იქეთ ამოძრავებს? თქვენ დედაჩემის ბინა არ გინახავთ. იქ არც არაფერია გადასაადგილებელი და რაც მთავარია, არაფერია მოსაპარი. ყველაფერი ერთად რომ შეკრიბო, ათასი დოლარიც კი არ გამოვა. მას არ აქვს ვერცხლიც კი, ოქროზე არაფერს ვამბობ, უბრალო ბიჟუტერია, იაფფასიანი პომადა, მეორადი და რაც მთავარია, ძველი ტანსაცმელი... ვის რაში სჭირდება? არაფერში და ამიტომ მგონია, რომ დედას ის ვერაგი დაავადება ეწყება“,-გოგო აშკარად ნერვიულობდა და ამისმიუხედავად, სამართალდამცავებს არ უთქვამთ, რომ ექსპერტმა შეღწევა დაადასტურა.
საინტერესო ის იყო, რომ გოგონას მონაყოლი რეალობასთან ძალიან ახლოს გახლდათ. დაკარგული ნივთების ჩამონათვალი სასაცილო იყო - ხელოვნური მარგალიტის ორი მარცვალი, საყურე, რომელიც ალბათ არაფერი ღირდა, ახალგაზრდობის დროს ნაყიდი კაბა, რომელიც ქალს უკვე აღარ ეტეოდა, მაგრამ ძალიან უყვარდა, სუნამოს ცარიელი ბოთლი (ისიც ადრინდელი, სტუდენტობიდან შემორჩენილი). ათასი დოლარი კი არა, ასი ლარი თუ მოგროვდებოდა დაკაგრული ნივთების საფასურად, დიდი საქმე იქნებოდა. რაც შეეხება ნივთების გადაადგილებას, ქალი ამბობდა, რომ მისაღები ოთახის მაგიდაზე გრაფინი ჩნდებოდა, რომელსაც სამზარეულოში ინახავდა, რამდენჯერმე გრაფინში ყვავილებიც დახვდა, ოღონდ ერთხელ დამჭკნარი ყვავილები, ქრიზანთემები და ამტკიცებდა, მე არ მომიტანია, მე არ შემინახავსო, მაგრამ...
„ქრიზანთემები ჩემი საყვარელი ყვავილებია. აი, დამჭკნარი რატომ უნდა მოეტანა ვინმეს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მომიტანა და დატოვა. ისე, ახალგაზრდობაში შეყვარებული მყავდა, ის მჩუქნიდახოლმე ქრიზანთემებს, ჰო, ის საყურეც მან მაჩუქა და უი... ის სუნამოს ბოთლიც, რომელიც მომპარეს“,-განაცხადა ქალმა.
ეს უკვე რაღაც მინიშნება იყო. გამომძიებელმა ვითომ ისე, სასხვათაშორისოდ ჰკითხა ახალგაზრდობის სიყვარულის სახელი და თანამშრომლებს დავალება მისცა, გამიგეთ, ეგ კაცი ვინ არის და სად ცხოვრობსო. პასუხი ცოტაარ იყოს, უცნაური იყო - ახალგაზრდა კაცი ციხეში, ჩხუბის გამო მოხვდა, იქიდან ერთ წელიწადში გამოვიდა, შემდეგ რუსეთში წავიდა და გაქრა. ჰო, გაქრა, არც მისი ოჯახის წევრებმა, არც სხვავინმემ, მისი ადგილსამყოფელი არ იცოდა და მეტიც, ოჯახს გამოტირებულიც ჰყავდა. გამომძიებელი ძალიან დაინტერესდა, რადგან გუმანით გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იმ ახალგაზრდობის სიყვარულისკენ მიდიოდა. ამიტომ, ფრთხილად აიღეს ანაბეჭდები, ეგებ, იმათ დამთხვეოდა, რომლებიც წლების წინ ჰქონდა აღებული ძალოვანუწყებას. თუმცა, ანაბეჭდები მეზობლების, ან შვილის და სიძის იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის, ვინც სახლში შედიოდა, პროფესიონალივით მოქმედებდა. კოლეგების სკეპტიციზმის მიუხედავად, გამომძიებელმა ძებნა სწორედ იმ ბიჭზე გამოაცხადა, რომელიც წლების წინ, ამ ქალის შეყვარებული იყო. პარალელურად, მან საარქივო საქმეები ამოსწია და მოითხოვა მიეტანათ იმ პატიმრების სია, რომლებიც სასჯელს იმ ბიჭთან ერთად იხდიდნენ.
„ძალიან ცოტაა იმ ადამიანთაოდენობა, ვისაც ციხე ნამდვილად გამოასწორებს ხოლმე. ამიტომ, მგონია, რომ ის ბიჭი კი არ გამოსწორდა, არამედ, პირიქით - პროფესიონალი კრიმინალი გახდა. ასე არაერთხელ მომხდარა და მომავალშიც მოხდება, ამიტომ მაინტერესებს, ვინ იხდიდა მასთან ერთად სასჯელს და ხომ არ იყო მათ შორის რუსეთის მოქალაქე, რომელსაც გათავისუფლების შემდეგ გაჰყვა“,-ამბობდა გამომძიებელი, თუმცა მეოთხედი საუკუნის წინანდელი არქივის მოძიება მარტივი არ იყო და ამ ამბავს ერთი კვირა დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში, ქალს აღარ უთქვამს, რამე დამეკარგაო და რაც მთავარია, მის სახლთან მუდმივად იდგა ავტომობილი, სადაც ორი ოპერ-მუშაკი იჯდა და ბინას უთვალთვალებდა.
როცა გამომძიებელმა იმ ადამიანების საქმეების შესწავლა დაიწყო, რომლებიც ეჭვმიტანილთან იხდიდნენ სასჯელს, მისი ყურადღება ერთმა რუსულმა გვარმა მიიპყრო. სწორედ ამ გვარსჩაეძია, საქმე ცალკე გამოითხოვა და გაარკვია, რომ ეს კაცი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „მედვეჟატნიკი“ იყო. სავარაუდოდ, სწორედ მას გაჰყვა ახალგაზრდაკაცი გათავისუფლების შემდეგ, „ხელობა“ ისწავლა და ახლა, ალბათ, დაბრუნდა, მაგრამ როგორ მოხდა ისე, რომ არცერთხელ არ ჩავარდა, არცერთხელ არსად არ გამოჩნდა, ეს იყო ყველაზე საინტერესო. გამომძიებელმა საინტერესო გადაწყვეტილებამიიღო - მან ოპერატიული მანქანა მოხსნა და ორი ძალოვანი, ამჯერად, ქალის ბინაში დატოვა. თანაც, ოპერებს ოთხი დღის საკვები ჰქონდათ მიტანილი, ქალი კი მკაცრად იყო გაფრთხილებული, რომ საკვები მხოლოდ თავისთვის უნდა ეყიდა და ჩვეულებრივი რეჟიმით ეცხოვრა. პირველ დღეს არაფერი მოხდა და მეორე დღეს, როცა ის სახლიდან გავიდა, ოპერები გაისუსნენ - კარს გარედან ვიღაც აწვალებდა. ცოტახანში, ოთახში მამაკაცი უხმაუროდ შევიდა, ხელში ყვავილები ეჭირა და ის იყო, სამზარეულოში შევიდა (სავარაუდოდ, გრაფინის ასაღებად), რომ კეფაში იარაღის ცივი ლულა იგრძნო.
„არ მესროლოთ, უიარაღო ვარ“,-ჩუმად, მაგრამ მტკიცედ თქვა მან. რა თქმაუნდა, ძალოვნებს ბორკილების დადება არ გასჭირვებიათ. დაზარალებულმა ქალმა დაკავებულში ბავშვობის სიყვარული ამოიცნო. მამაკაცს ჯიბეში პაასპორტი ედო, რუსული სახელითა და გვარით და უკვე ორ დღეში, ძალოვნებმა იცოდნენ, რომ მათ წინაშე, საბჭოთაკავშირში ერთ-ერთი ცნობილი ბინების ქურდი იყო, თუმცა ისე ჩანდა, რომ მისი ნამდვილი სახელიდა გვარი არავინ იცოდა.
„როცა არაფრის გამო დამაკავეს, ციხეში ეროვნებით რუსი, ბინების ქურდი გავიცანი. გათავისუფლების შემდეგ, სამსახურში არავინ გამიკარა, მაგრამ ამ კაცმა მითხრა, რუსეთში წამოდი, დიდ ფულს გაშოვნინებო. წავედი და ორი წელი მხოლოდ საკეტების დაშლა-აწყობაში გავატარე, ყველაფერი ვისწავლე და ამ ხნის განმაავლობაში, მხოლოდ ერთხელ ჩავვარდი. სამწუხაროდ, ჩემი მასწავლებელი მოკვდა და საქართველოში დავბრუნდი. ცოლი არასდროს მყოლია, დავბრუნდი და ის ქალი მოვძებნე, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა. ასე ვერ გამოვეცხადებოდი, ამიტომ ვცდილობდი, იმ ნივთების გადაადგილებით და დაკარგვით მიმენიშნებინა, რომელიც ჩემს თავს ახსენებდა.ვხვდებოდი, რომ ვუყვარდი, რადგან სხვა შემთხვევაში, იმ ნივთებს არ შეინახავდა. ვიცი, ახლა კრიმინალი ჩავიდინე, სხვის ბინაში შევედი, მაგრამ ხომ ხვდებით, რომ ბოროტი განზრახვა არ მქონია. რაც შეეხება კრიმინალს, საქართველოში არაფერი ჩამიდენია და არც ძებნაში ვარ“,-განაცხადა დაკავებულმა.
საყვარელი მამაკაცის გამოჩენით, ქალი ძალიან ბედნიერი იყო და ლამის გაგიჟდა, როცა გაიგო, რომ შეიძლებოდა, დაეკავებინათ. ამიტომ, ყველაფერი გააკეთა, რომ კაცი ციხეში არ წასულიყო, მაგრამ სამართალდამცავებმა თავი მაინც დაიზღვიეს და მას ორწლიანი პირობითი მსჯავრი მისცეს.
ბათო ჯაფარიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა. პოლიციამ გ.ხ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 2 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმე სამინისტროს აჭარის პოლიციისა და შიდა ქართლი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ჯ და 1985 წელს დაბადებული ბ. თ.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ბათუმში, შურისძიების მოტივით, დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ., -ს, 1997 წელს დაბადებული ვ.დ. -ს , 2004 წელს დაბადებული ჩ.ჩ -ს და 2005 წელს დაბადებულ ა.ს. - ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიღებული ჭრილობების შედეგად, სამი პირი ადგილზე, ხოლო ერთ-ერთი მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით , მოსამართლის განჩინების საფუძელზე, 5 პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ., 2004 წელს დაბადებული გ.მ., 2003 წელს დაბადებული დ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.დ. და 2004 წელს დაბადებული ა.კ.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თ.ც.-მ. რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა - 1978 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ თ.ც.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს - 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.