სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტლის N4, N5, N6, N45, N47 და N49 საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე განხორციელდება მარინა ჭყონია-სამარგულიანის ქუჩის მონაკვეთზეც.
საერთო ჯამში, 3 700 კვ.მ ფართობზე იგეგმება ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება, ბორდიურებისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, დაახლოებით 500 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე პროექტს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ქვემო სამგორის მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია წიკლაურთან ერთად გაეცნო.
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება პარალელური ქუჩების გავლით. უსაფრთხოების მიზნით სამუშაო არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 12 და 13 აპრილს საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი – სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.
უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.
ასევე, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.