დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტი უარყო.
"ეხო აფხაზეთის" ინფორმაციით, ე.წ. სხდომას 23 "დეპუტატი" ესწრებოდა, 12 კი არ მივიდა. რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების დოკუმენტის გაუქმებას მხარი 21-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა.
ცნობისთვის, რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის შეთანხმებას ხელი 30 ოქტომბერს მოეწერა. გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის გამოც ასლან ბჟანია გადადგა.
დე ფაქტო პარლამენტთან, ე.წ. კანონის განხილვის დროს, მოქალაქეების დღესაც შეიკრიბნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მაკა ბოჭორიშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ ის არის წარმატებული დიპლომატი, რომელიც 20 წელიწადზე მეტია, ამ სფეროში საქმიანობს.
ირაკლი კობახიძემ ყოფილ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მუშაობას სხვა მიმართულებით განაგრძობს, რის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველო აპროტესტებს: ქართველების კიდევ ერთი ძლიერი ღამე, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციის და ევროპული არჩევანის დასაცავად. ქუჩებში სიმტკიცის შეჩერების ნიშნები არ ჩანს!
წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.