ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ახალი ბრძანებით, ცვლილება შედის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში, რომელიც გადასახადების ადმინისტრირების პროცესს ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, ახალი რეგულაციები მიზნად ისახავს პროცედურების მეტად გაციფრულებასა და ბიუროკრატიის შემცირებას და ძალაში 2026 წლის 1 აგვისტოდან შევა. რეფორმის შედეგად, ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც აქვთ უფლება ისარგებლონ გამარტივებული სააღრიცხვო წესით, შეუმსუბუქდებათ ადმინისტრაციული ტვირთი.
აქამდე არსებული წესით, კომპანიას წლის განმავლობაში ერთი სააღრიცხვო წიგნი უნდა ჰქონდეს, თუმცა საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (მაგალითად, თუ ბიზნესს რამდენიმე ფილიალი ან ობიექტი აქვს სხვადასხვა რეგიონში), ნებადართულია ერთზე მეტი წიგნის ქონაც.
შენახვის ვადა: გამარტივებული აღრიცხვის წიგნის შენახვის სავალდებულო ვადად მინიმუმ 3 წელი განისაზღვრა.
შეცდომების შესწორება: წიგნში შეცდომის შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული და თარიღით მინიშნებული (ქაღალდის ვერსიის შემთხვევაში, საჭიროა ხელმოწერა და ბეჭედიც, ასეთის არსებობისას).
მთავარი სიახლე აღრიცხვის ფორმატს ეხება. გადამხდელებს ოფიციალურად ეძლევათ შესაძლებლობა, შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნი აწარმოონ როგორც მატერიალური (ქაღალდის), ისე ელექტრონული ფორმით. ამასთან, ელექტრონული ფორმის არჩევის შემთხვევაში, იხსნება ვალდებულება, რომ წიგნი იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული ბეჭდითა თუ ხელმოწერით.
ბრძანების ახალი რედაქციით განისაზღვრა შემდეგი ძირითადი წესები:
რამდენიმე სააღრიცხვო წიგნის ქონის უფლება: წესის მიხედვით, პირს საგადასახადო წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ერთი აღრიცხვის წიგნი, თუმცა საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (მაგალითად, თუ ბიზნესს რამდენიმე სტაციონარული ობიექტი აქვს სხვადასხვა რეგიონში), ნებადართულია ერთზე მეტი წიგნის წარმოებაც.
ყოველდღიური ჯამური შემოსავლების ასახვა: თუ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ ნაკადთან, მას უფლება ეძლევა ყოველდღიური ჯამური შემოსავალი წიგნის მეოთხე სვეტში ასახოს მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს, საკონტროლო-სალარო აპარატის (ჩეკის) ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით, ნაცვლად თითოეული ოპერაციის ცალ-ცალკე შეტანისა.
შენახვის ვადა: მკაცრად განისაზღვრა, რომ აღრიცხვის წიგნის შენახვის სავალდებულო ვადა შეადგენს არანაკლებ 3 წელს.
შეცდომების შესწორება: წიგნში შეცდომის შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული და მითითებული უნდა იყოს თარიღი. ქაღალდზე ნაბეჭდი ვერსიის შემთხვევაში, შესწორება დამატებით უნდა დამოწმდეს გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობისას).
ბრძანებაში მკაფიოდ გაიწერა, რომ პირი, რომელიც კარგავს გამარტივებული აღრიცხვის წესის გამოყენების უფლებას ან აღარ არის ვალდებული აწარმოოს იგი, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული წიგნის წარმოება და გადავიდეს სტანდარტულ სააღრიცხვო სისტემაზე.
ახალი კატეგორიის სანებართვო ჩარჩოს დანერგვა იგეგმება, რომელიც სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში ლეგალურ შემოსვლას წაახალისებს, თუმცა მათ ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეებს წვდომა არ ექნებათ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონშია დაგეგმილი. პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი. ამასთან, ახალი ლიცენზიის ფარგლებში მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილ ონლაინ-კაზინოებს მთავრობა დაბეგრავს უფრო დაბალი 5%-ის მოგების გადასახადის (GGR) განაკვეთით, ნაცვლად 20%-ისა, რომლითაც სტანდარტული ონლაინ-კაზინოები იბეგრებიან, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თამაში.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღებით შემოღებულ იქნება ახალი კატეგორიის ნებართვები:
დოკუმენტის თანახმად, ამით ერთი მხრივ, გაიზრდება საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს მოქალაქეები დაცული იქნებიან დამატებითი მავნე ზეგავლენისგან, რამდენადაც, საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს/მოქალაქეობის არმქონე პირებს.
ავტორები ხაზს უსვამენ ცვლილებებისგან მოსალოდნელ დადებით ეკონომიკურ ეფექტსაც.
"კანონპროექტის მიღებით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ჩამოაყალიბოს სათამაშო ბიზნეს-ინდუსტრიის ახალი მიმართულება, რაც საშუალებას მისცემს დაიკავოს კონკურენტუნარიანი, სანდო და ინოვაციაზე ორიენტირებული იურისდიქციის პოზიცია, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, მაღალკვალიფიციური კადრების (მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მარკეტინგის, კიბერუსაფრთხოების) ქვეყანაში შემოსვლას, მომსახურების სფეროს განვითარების დამატებით სტიმულაციას და ნებართვის მაძიებლების მიერ გადახდილი მოსაკრებლების და გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებას",- წერია დოკუმენტში.
კანონპროექტი ბიუჯეტის შემოსავლებზეც აისახება. თითოეული სახის ნებართვისთვის (რომელიც გაიცემა 5 წლის ვადით), ყოველწლიურად სანებართვო მოსაკრებელი წელიწადში 100 000 ლარი იქნება. ასევე, დაწესდება მოგების გადასახადი - მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 5% ყოველთვიურად. სანებართვო პირობების ან მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის წესდება ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, შემოდის დომენების შეზღუდვა და თუ აქამდე მოქმედი წესით 1 ნებართვით შესაძლებელი იყო მაქსიმუმ 2 ინტერნეტდომენის (ვებგვერდის) ოპერირება, ახალი პროექტით ეს ლიმიტი 1 ნებართვაზე 1 ვებგვერდამდე მცირდება. უკვე არსებულ ნებართვებზე კი იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი, მათი ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი.