ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მაშველებმა ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
"მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის შეხსენებას ეხება.
შეტყობინებაში მითითებულია ანგარიშის ნომერი და გადახდის ბმული.
გთხოვთ, მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემთხვევაში არ შეასრულოთ მითითებული ინსტრუქცია, არ გააზიაროთ პერსონალური ან საბანკო მონაცემები," - ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.